18 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
მზად ვარ, ფიზიკურად წინ აღვუდგეთ - ნიკა მელია საზოგადოებას მოუწოდებს, ივანიშვილს ხეები აღარ გაატარებინონ

„ბევრმა არ იცის, რატომ გადააქვს ამ ადამიანს  ა პუნქტიდან ბ პუნქტში ხე,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, გადაცემა არჩევანში  გააკეთა.

მელიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გადააქვს ყოფილ პრემიერს ხეები სხვადასხვა ადგილიდან საკუთარ ეზოში.

„ბევრმა არ იცის, რატომ გადააქვს ამ ადამიანს  ა პუნქტიდან ბ პუნქტში ხე. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად სჯერა დენდროთერაპიის. დენდრო თერაპია ნიშნავს ხეებით მკურნალობას. ეს არ არის სამარცხვინო რაღაც. ასი ათასობით ადამიანი მსოფლიოში ხეებით მკურნალობს. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ფრანგებით დაკომპლექტებული ჯგუფი, 5 სპეციალისტით, რომელიც ეძებს შესაბამის ხეს შესაბამის რეგიონში და როგორც აღმოჩნდა, ეს არის აჭარაში უხვად, გურიაში და ახლა უკვე სამეგრელოში და ესა თუ ის ხე გამოსცემს სხვადასხვა ენერგეტიკას,“ - ამბობს ნიკა მელია.  

ამასთან, ის ამბობს, რომ თავად მზად არის, ფიზიკურად აღუდგეს წინ ხეების გადატანას და საზოგადოებიას ამ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

"ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, რომ ეს ხე აღარ გაივლის, გადაგვიარე, დაგავარბიე, მაგრამ არ გაგატარებინებთ. ერთხელ და სამუდამოდ ეს უდნდა დამთავრდეს," - ამბობს ნიკა მელია.   

დღის ამბები