25 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
არსებობს კითხვები შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს - ზაალ უდუმაშვილი

„ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნება ადრე თუ გვიან წაუყენებდაბრალდებებს შეწყალების საქმეებზე, ეს იყო დღესავით ნათელი,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს პრეზიდენტის მიმართ შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„უამრავმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო, მათ შორის, ძალიან ბევრმა უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებულებმა. ესენი იყვნენ ნარკორეალიზატორები, მკვლელები, ჯაშუშები და მათ საბოლოო ჯამში, პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღეს და ისე გამოვიდნენ ციხეებიდან მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს რეალური პოლიტპატიმრები და მათ მიმართ, პრაქტიკულად, პრეზიდენტს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ეს არის ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი, მართალია, ის პატიმარი არ არის, მაგრამ ის პოლიტიკური დევნილი გახლავთ ამ ხელისუფლების მიერ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი სისტემის მსხვერპლად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ თემას პრეზიდენტი არ გამოხმაურებია.

"არსებობს, ბუნებრივია, კითხვები შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს," - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოს საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული.

დღის ამბები