18 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
შეიძლება, მართლა ნეპოტისტური პრინციპით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა - გიორგი კანდელაკი

„შეიძლება, მართლა ნეპოტისტური პრინციპით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა, ირაკლი ქორიძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი ქორიძემ 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულება გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. მაშინ ქორიძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმართა.

„მათ - პრეზიდენტს და ქართულ ოცნებას, ერთმანეთში ძალიან ბევრი უთანხმოება აქვთ, მაგრამ ეს სადისკუსიო თემაა და შეიძლება, მართლა ნეპოტისტური პრინციპით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა,

კანდელაკი პარტიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში ბევრი მნიშვენლოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. 

„ახლა უნდა შეიქმნას ახალი პრეცედენტი და ამ პრეცედენტის შექმნის ამბიცია აქვს ევროპულ საქართველოს, რომ ხელისუფლების დაკარგვა აღარ უნდა ნიშნავდეს ავტომატურად ციხეში წასვლას,“ - აღნიშნა კანდელაკმა.

 

დღის ამბები