19 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
აიბურდა საქმე, რაც ემსახურება იმას, რომ ფოკუსი დავკარგოთ - დათო სუბელიანი ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე

„ძალიან საინტერესოა ეს ბრალდებები, რომელიც ოცნებამ შემოგვთავაზა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს პრეზიდენტმა მაშინ, როდესაც ხელთ გვაქვს იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნები,“ - ეს განცხადება თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელმა, დათო სუბელიანმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

დათო სუბელიანი „ბახალას“ დაკავებას და ბრალის დამძიმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი სუსტ მტკიცებულებებს ემყარება.

დათო სუბელიანი აღნიშნავს, რომ „ბახალას“ საქმეში ახალი მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურორმა ერთი წლის წინ ქორიძის საქმისგან გიორგი გიორგანაშვილის საქმე გამოყო, ახლა კი კვლავ დაუკავშირეს ერთმანეთს.

სუბელიანი ვანო ზარდიაშვილის კომენტარს  იშველიებს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც შსს-მ დაანონსა, რომ საქმე გახსნეს, ვანო ზარდიაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი. მისი თქმით, ზარდიაშვილის განცხადებებმა სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს.

 „ქართულ ოცნებაში მას აქვს კონკრეტული როლი, ის ძალოვნებთან აგვარებს სიტუაციას. ის ახლობელია და მეგობარია პროკურორის მოადგილის. მას აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა სასამართლოში. ის უპირისპირდებოდა ბესელიას... ზარდიაშვილს აწყობდა ამ თემის წამოწევა. ზარდიაშვილმა შესაძლოა, ქორიძის თემის წამოწევით გააკეთა ის, რომ ბესელიას წინ გაგვიკეთა განცხადება. ბესელიას უწევს იმის მტკიცება, რომ მან, უბრალოდ, ნოტარიული ფუნქცია შეასრულა. ახლა პრეზიდენტზე საუბრობენ. მოკლედ, აიბურდა საქმე და ყველაფერი ეს ემსახურება ერთ დიდ რაღაცას, ფოკუსი დავკარგოთ იმ მთავარი ღერძისგან პროტესტისა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ეს არის ნარკოპოლიტიკის ცვლილება,“ - განაცხადა სუბელიანმა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში პოზიციები შიდა დაპირისპირების გამო იცვლება. დათო სუბელიანის თქმით, თავად მმართველ გუნდში მიდის პოზიციების გადანაწილება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

სუბელიანი აღნიშნავს, რომ პრემიერი კვირიკაშვილი სუსტია, რაც იმით აისახება, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მისი მითითება პარლამენტის წევრებმა არ გაითვალისწინეს.

დღის ამბები