„ეს საქმე არის მაკულატურა,“ - ასე აფასებს " ბახალას" ადვოკატი, გიორგი მახარაძე, გიორგი გიორგანაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალს.
"ბახალას" ადვოკატი აღნიშნავს, რომ გიორგი გიორგანაშვილის საქმეში მყარი მტკიცებულებები არ არსებობს. მახარაძე აღნიშნავს, რომ შსს-ს განცხადება, თითქოს გიორგანაშვილის საქმეში 10 მოწმე არის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჯაბა ხულორდავას გარდა, მიმითითონ ნებისმიერ ერთ მოწმეზე, რომელიც საქმეშია, რომელიც ახსენებს გიორგი გიორგანაშვილს, არაფერი რომ ვთქვათ მითითებაზე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში,“ - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, აღნიშნული საქმის წარმოებით ხელისუფლება ცდილობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით წამოჭრილი თემების გადაფარვას.
„აქ არავის არ აინტერესებს ირაკლი ქორიძე, გიორგი გიორგანაშვილი თუ წავა ციხეში 8 წლით, 10, 15 თუ უვადოდ. სისტემას არ აინტერესებს, მათზე არ ზრუნავს, სისტემა ზრუნავს თვითგადარჩენაზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.