20 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
მის სანაცნობოში ორი ადამიანი მონახა, რომელიც ყველაზე ცნობადი იყო საზოგადოებისთვის - ირაკლი ქორიძის ადვოკატი

"ჯაბა ხულორდავა დაკავებისთანავე ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა გიორგი გიორგანაშვილთან და ქორიძესთან ერთად," - ამის შესახებ განცხადება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძის ადვოკატმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

სალომე ჯანუაშვილი ამბობს, რომ ხულორდავამ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ ნარკოტიკი არავისთან ერთად არ შემოუტანია. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამის შემდეგ ხულორდავამ ჩვენება ისევ შეცვალა და ისევ ის განცხადებას დაუბრუნდა, რაც თავდაპირველად დაკავებისას გააკეთა.

ადვოკატი ეჭვობს, რომ ჯაბა ხულორდავამ საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა, იმისათვის, რომ შეეძინა  ნარკოტიკული საშუალება და, როდესაც ის პოლიციის თანამშრომლის მიერ გაჩერებულ იქნა და, როდესაც ის მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, მის სანაცნობოში ორი ადამიანი მონახა, რომელიც ყველაზე ცნობადი იყო და მოიგონა, რომ ეს ადამიანები იყვნენ ვითომ მისი ჯგუფის წევრები, რათა მის დაკავებას ხმაური მოჰყოლოდა. 

„როდესაც მიხვდა, რომ სხა გზა არ ჰქონდა, თვითონ ნაკლებად ცნობადი სახე იყო საზოგადოებისთვის და ვერ გამოიწვევდა რეზონანს, მის სანაცნობოში, მის საახლობლობაში ორი ადამიანი მონახა, რომელიც ყველაზე ცნობადი იყო საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ საქმის რეზონანსი გამოეწვია, დაასახელა ეს ადამიანები, როგორც თავისი ჯგუფის წევრები,“ - ამბობს სალომე ჯანუაშვილი. 

დღის ამბები