25 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე შეუჩერებელია - რეალმა სტუმრად იუვენტუსი 0:3 დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის დებიუტში კრიშტიანო რონალდომ გახსნა, რომელმაც ისკოს შედეგიანი გადაცემა გამოიყენა. პირველი ტაიმი მადრიდელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარში რონალდომ ბებერი ქალბატონის კარში გოლი "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა. გოლი, რომელსაც იუვენტუსის გულშემატკივრებმაც კი ტაში დაუკრეს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 10 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 გოლია და ამით ისტორიული მიღწევის ავტორიც გახდა.

საბოლოო ანგარიში მარსელომ ეფექტური კომბინაციის შემდეგ დააფიქსირა - 0:3 სამეფო კლუბის სასარგებლოდ.

მეორე მეოთხეფინალურ მატჩში კი მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად სევილია 1:2 დაამარცხა.

ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ბარსელონა რომას უმასპინძლებს, ლივერპული კი მანჩესტერ სიტის.

დღის ამბები