20 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და 6 დაშავებული - მოსკოვში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლი 4 სართულიან შენობაში შუადღისას გაჩნდა.გარდაცვლილი სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია. ასევე დაშავდა 6 მეხანძრეც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე გაჩნდა.

მაღაზიების გარდა, შენობის ერთი სართული გასართობ ზონას უკავია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სამაშველო ბრიგადა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ხანძარია რუსეთში. 25 მარტს კემეროვოში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი დაიწვა. ხანძარს კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 64 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვი ემსხვერპლა.

დღის ამბები