24 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
გედევან ფოფხაძესთან საუბარი მექნება და იმედი მაქვს, უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძესთან, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა, კომუნიკაცია არ ჰქონია. თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ფოფხაძე გადაწყვეტილებას შეცვლის.

„სხდომის დასრულების შემდეგ მასთან საუბარი მექნება და იმედი მაქვს, რომ ის უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებს აღარ მიიღებს,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩიეს და მას ხმა "ქართული ოცნების" წევრებმაც მისცეს.

დღის ამბები