19 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლეებზე გავლენის ქონას უარყოფს და მესამე სექტორის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ბოლო დროს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

საუბარია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ბრალდებაზე, რომელიც სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძის გავლენებს უკავშირდება. მიხეილ ჩინჩალაძემ მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს აბსურდული და დაუსაბუთებელი უწოდა.

„მე ვარ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და მაქვს ზუსტად ის კავშირი რაც უნდა ჰქონდეს მოსამართლესა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს. მე ვარ სისტემის ერთ-ერთი მოსამართლე,“-ამბობს ჩინჩალაძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი აცხადებს, რომ მას აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ჩინჩალაძეს სასამართლოში მნიშვნელოვანი გავლენები აქვს.

დღის ამბები