20 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
ავღანეთიდან საომარ მოქმედებებს გამოქცეულ ოჯახს დევნილთა სამინისტრო თავშესაფრიდან ასახლებს

ავღანეთიდან ჩამოსულ ოჯახს, დევნილთა სამინისტრო თავშესაფრის დატოვებას სთხოვს. თავშესაფარი, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკუთვნის.

მოჰამედ ჰუსსაინი 5 შვილთან და მეუღლეს ერთად საომარ მოქმედებებს გამოექცა და თავის სოფელ მარტყოფს შეაფარა. სოზარ სუბარის უწყება მას დროებითი საცხოვრებლის დაცლას სთხოვს.

მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, ოჯახს ტერიტორიის დატოვება უკვე კატეგორიულად მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი ნივთები ბანაკის ეზოში ძალით გამოუყარეს. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ თავშესაფრის დაცვის თანამშრომლებმა მას და მის 13 წლის შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალის გადამეტებას გამორიცხავს თავშესაფრის დირექტორი. ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ არსებობს დადგენილება და ამ დადგენილების მიხედვით, ამ ოჯახს ბანაკში ჰყოფნის ვადა ამოეწურა.

ავღანეთიდან ლტოლვილი ოჯახის საქმეს სასამართლო იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა.  

სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის იანვარში სოზარ სუბარის ბრძანებით ეს წესი შეიცვალა და თავშესაფრის მაძიებლებმა დროებითი საცხოვრებელი მინისტრის გადაწყვეტილებისთანავე უნდა დატოვონ.

უწყების ცნობით, ავღანეთიდან დევნილობაში მყოფ ოჯახს ერთჯერადად ბინის ქირის საფასური და სოციალური დახმარება მისცეს. თავად ოჯახი თანხის მიღებას უარყოფს.

დღის ამბები