19 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
„სითი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ - კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა

„სითი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ - დღეს პარკირების კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

კომპანიამ მერიის იმ გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, კალაძის უწყებამ "სითი პარკთან" გაფორმებული კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას ისინი საერთაშორისო სასამართლოშიც გააგრძელებენ. 

„ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან იმის დადასტურებას, რომ „სითი პარკი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამისად, უკანონო იყო ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანის სასამართლოს პირობებში შევძლებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ ადგილობრივ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო არბიტრაჟს,“ - განაცხადა კომპანია ”სითი პარკის” იურისტმა ნანუკა ავალიანმა.

„სითი პარკის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მერის თქმით, "სითი პარკისა" თემა მათთვის აღარ არის საინტერესო.

„არ არის საინტერესო, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, გავაკეთეთ განცხადებები. თუ ისინი წავლენ სასამართლოში, ჩვენც შესაბამისად დავიცავთ ჩვენს პოზიციას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები