24 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
ჰესების მშენებლობა მაღალმთიან რეგიონებში - არასამთავრობოები დარღვევებზე საუბრობენ 

მაღალმთიან რეგიონებში ჰესების მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, ჰესების მშენებლობა ასევე აზიანებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ საფრთხის შემცველია სოფელ ჭუბერში ჰიდრო სადგურის მშენებლობა, რადგან ობიექტის ნაწილის საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმა აღმოჩნდება.

„პროექტები წარმოდგენილია ძალიან დარღვევებით, ნორმების და სტანდარტების. ფაქტიურად, გარემოზე ზემოქმედების ანალიზი არ არის გაკეთებული, არ არის გაკეთებული გეოლოგიური, გეოფიზიკური, სეისმოლოგიური კვლევები და არ არის დათვლილი რისკები,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი.

ჰესების მშენებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის წარმომადგენელმა ირაკლი კიკიანმა.

„ეს ჰიდროელექტრო სადგური ჩვენ შეიძლება შემოგვიბრუნდეს როგორც ვთქვათ, ენგურჰესი #2, რომელსაც ფაქტობრივად ვერ ვაკონტროლებთ. ანუ, აქ უკვე პოლიტიკური ასპექტი ჩნდება,“ - ამბობს ირაკლი კიკიანი.

დღის ამბები