19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - პროფკავშირების ხელმძღვანელი "საქნახშირის" ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავიდა

ტყიბულში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდა.

პეტრიაშვილი ითხოვს, იმ კომისიაში , რომელიც მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი დასადგენად შეიქმნა პროფკავშირის წარმომადგენელი შეიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პეტრიაშვილი ამბობს, შახტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული საკუთარი მოკვლევის შედეგები სანდო არ იქნება.

„ამ ყველაფრის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ მთავრობა და შახტის ადმინისტრაცია ჩართავს ჩვენს წარმომადგენელს კომისიაში. იმის გარეშე, რომ მათ თვითონ გამოიძიონ  და საზოგადოებასა და ჩვენ მოგვცენ ინფორმაცია თუ რა მოხდა, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა იქნება ძალიან დაბალი საზოგადოებისთვის და თითქმის არაფერი პროფკავშირებისთვის. იმიტომ რომ , პროფკავშირს აქვს გამოცდილება, როგორ ცდილობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში არ ჩაერთოთ,“ -აცხადებს პეტრიაშვილი.

ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტში დილის 05:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ამ წუთებში ტყიბულში საქართველოს სახალხო დამცველს ელოდებიან. 

დღის ამბები