25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში - მიმდინარეობს პაციენტების ევაკუაცია

ხანძარი სტამბოლში - ცეცხლი ტაქსიმის ჰოსპიტალიში გაჩნდა. Washington Post-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების ევაკუაცია. 

საავადმყოფოს რამდენიმე სართული ცეცხლშია გახვეული. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ხანძარი ტაქსიმის ჰოსპიტალის სახურავზე გაჩნდა.

დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქეთის ოფიციალური წყაროს ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი თითქმის კონტროლს ექვემდებარება.

დღის ამბები