24 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ" - ტყიბულში "აუდიტორია 115" ჩავიდა

„საუბარი იმაზე, რომ სამთო დარტყმა იყო, არის ტყუილი,“- ეს განცხადება, „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ტყიბულში გააკეთა, სადაც მინდელის სახელობის შახტში ტრაგედიის შედეგად ექვსი მუშა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

„აუდიტორია 115-ის“ წევრები ტყიბულში ჩავიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, ეკონომიკურმა გუნდმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და სხვებმა, ვინც ეწინააღმდეგებიან წლების განმავლობაში იმ პროგრესულ ცვლილებებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა თუ ქმედითი შრომითი ინსპექციის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები