20 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი სტამბოლის კლინიკაში - ალმოდებული საავადმყოფოს გარდა ევაკუაცია მეზობელი შენობებიდანაც განხორციელდა

მასშტაბური ხანძარი სტამბოლის კლინიკაში - მაშველებმა და მედ პერსონალმა პაციენტები სპეცტექნიკის დახმარებით გაიყვანეს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

სამაშველო ოპერაციაში 40 ბრიგადა იყო ჩართული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ალმოდებული საავადმყოფოს გარდა ევაკუაცია მეზობელი შენობებიდანაც განხორციელდა.

ცეცხლი მრავალსართულიანი საავადმყოფოს შენობის სახურავზე გაჩნდა და ქვედა სართულებს სწრაფად მოედო. 

დღის ამბები