18 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
სააღდგომოდ თბილისში, სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ - იცვლება მეტროს განრიგიც 

სააღდგომოდ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ - თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაადგილება 8 და 9 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შესაძლებელი.

ვაშლიჯვრის და მუხათგვერდის სასაფლაოზე მუნიციპალური ტრანსპორტი მეტრო „დიდუბიდან“ გავა, ხოლო კუკიას და მახათას სასაფლაოებზე - სადგურის და მარჯანიშვილის მოედნებიდან. საბურთალოს სასაფლაოზე კი მეტრო „დელისიდან“.

რაც შეეხება თბილისის ზღვის სასაფლაოს, მუნიციპალური ტრანსპორტი მეტრო „სარაჯიშვილიდან“ გავა, ველის სასაფლაოზე დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარკეთილის სასაფლაოებზე კი მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს უფასო ავტობუსები.

ასევე, შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს მეტრო. აღდგომის ღამეს, 7 აპრილის, 23:00 საათიდან 8 აპრილის 04:00 საათამდე მეტრო იმუშავებს და მგზავრობა უფასო იქნება.

​ 

დღის ამბები