19 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შესწავლის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ

ტრაგედია ტყიბულში - სპეციალური ჯგუფის მუშაობაში, რომლის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შედიან, დღეიდან პროფკავშირების ექსპერტებიც ჩაერთვნენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მათ უკვე მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და სთხოვეს, პროცესში ჩართვა.

მისივე განცხადებით, შახტებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩართვაზე ნებართვა მთავრობამ უნდა გასცეს.

„არ არის გამორიცხული, რომ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც სავარაუდოდ, ჩამოვლენ საქართველოში, ამ ფაქტის საკვლევად, იქნება რამდენიმე ორგანიზაციიდან შექმნილი. საზოგადოებას აქვს ბევრი შეკითხვა, საზოგადოებას კარგად ახსოვს 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებები, ტყიბულის სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასთან დაკავშირებით და სრულად ლეგიტიმურად აქვთ ის პრეტენზიები, რატომ არ ხდება ის დღემდე,“ - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები