19 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი თავისუფალია

კარლეს პუჩდემონი თავისუფალია. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ნოი-მიუსტერის ციხე რამდენიმე საათს წინ დატოვა. გერმანიის სასამართლომ პუჩდემონი გირაოთი გაათავისუფლა. ის ესპანეთში ექსტრადიციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე დაელოდება.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მიიღო. სასამართლო დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთის მიერ წაყენებული ამბოხის მოწყობის შესახებ ბრალდება პუჩდემონის ექსტრადირებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ კორუფციის შესახებ წარდგენილი ბრალდებები სავსებით არგუმენტირებულია.

გერმანიის სასამართლო გადაწყვეტილებას ოფიციალური მადრიდიც გამოეხმაურა, ესპანეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ოფიციალური მადრიდი მოსამართლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

დღის ამბები