20 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
სოლიდარობა ტყიბულს - პარლამენტის წინ მჯდომარე აქციის მოწყობის მცდელობის გამო სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

სოლიდარობის აქციის ფარგლებში სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ მჯდომარე აქციის მოწყობას ცდილობდნენ. ამის უფლება მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმაც არ მისცეს, რაც სამართალდამცავებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ორი პირი დააკავეს და ისინი ახლა გადაყვანილები არიან პოლიციის განყოფილებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში „აუდიტორია 115“-ის სოლიდარობის აქცია იმართება. მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან გრძელდება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შრომითი უსაფრთოხების კანონის გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

მინდელის მაღაროში გუშინ გამთენიისას მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 პირი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები