18 აპრილი 2024,   21:57
ვრცლად
თერგი თითქმის დამშრალია - მდინარე დარიალჰესმა შეიწირა

თერგი თითქმის დამშრალია - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მდინარე დარიალჰესმა შეიწირა. წყალუხვი მდინარე ახლა ნაკადულად გადაიქცა. გადაშენება ემუქრება წითელი ნუსხის კალმახს.

დარიალჰესი უახლოესი 70-80 წლის განმავლობაში თერგის 90 პროცენტს მოიხმარს. ბუნებრივ კალაპოტში 8 კმ-ზე მდინარის მხოლოდ 10 % გაატარებს.

მწვანე ალტერნატივა, დავით ჭიპაშვილი აცხადებს, რომ თერგი პატარა ნაკადულად გადააქციეს, რაც მდინარეში თევზის არსებობასაც საფრთხეს უქმნის.  დარიალი ენერჯის ტექნიკური დირექტორი, კონსტანტინე იორდანიშვილი კი ჭიპაშვილის არგუმენტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ თევზებისთვის ჰესის მუშაობა საფრთხის შემცველი არ არის.

"დარიალი ენერჯიმ" მისი დამფინანსებლისა და მაკონტროლებლის, იბიარდის მოთხოვნის საფუძველზე გასულ ზაფხულს 8 000 ნერგი დარგო. სულ კი რეგიონში 400 000 ხის გაზრდა ევალება. სახელმწიფო კი კომპლექსურ შემოწმებას ზაფხულში გეგმავს.

ადგილობრივები კი ეკოლოგიურ საფრთხეებთან ერთად ტურისტული პოტენციალის კლებაზეც საუბრობენ. 

დღის ამბები