20 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
საფრანგეთის აეროპორტებში ავიამიმოსვლა შეფერხდა

საფრანგეთის აეროპორტებში ავიამიმოსვლა შეფერხდა. მიზეზი კომპანია ეარ-ფრანსის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვაა.

ავიაკომპანია იძულებული გახდა, დღეისთვის დაგეგმილი რეისების 30 პროცენტი გაეუქმებინა, მათ შორის გადაიდო შიდა და საერთაშორისო ფრენებიც. ათასობით მგზავრი აეროპორტებშია ჩარჩენილი.

ეარ-ფრანსის პროფკავშირი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და 6 პროცენტით ხელფასების გაზრდას მოითხოვს. მოლაპარაკება კომპანიის ხელმძღვანელობასთან უკვე ორი თვეა, გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლები უკვე მეხუთედ გაიფიცნენ.

ავიაკომპანიამ ათობით მილიონობით ევრო უკვე იზარალა, თუმცა, ამის მიუხედავად, დათმობას არ აპირებს და მხოლოდ ერთ პროცენტიან მატებას სთავაზობს. თანამშრომლები ამ შეთავაზებას მიუღებლად მიიჩნევენ და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები