23 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
ბრავო, დონალდ ტრამპ! - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე

"ბრავო, დონალდ ტრამპ!" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ-ის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ს მიერ რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენებისთვის გუშინ დაწესებულ სანქციებს. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

„როგორც ყოველთვის ვამბობდი, დონალდ ტრამპი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა პუტინისთვის. აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მათ შორის პუტინის სიძის წინააღმდეგ, უპრეცედენტოა. მე ყველაზე უფრო დერიპასკას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომეწონა, რომელმაც სანქციების გამოცხადების შემდეგ თავისი კაპიტალის მეოთხედი დაკარგა. დერიპასკა მანაფორტთან ერთად ჩემს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიას ეწეოდა საერთაშორისო პრესაში. ბრავო, დონალდ ტრამპ!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები