24 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
"აუდიტორია 115-ის" დაკავებული 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის განხილვა კი 20 აპრილს გაგრძელდება.

მოსამართლემ სამართალდამცველებს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა, რომელიც აუდიტორია 115-ის აქტივისტების მხრიდან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას დაადასტურებს.

დაკავებულების ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი, არ გამორიცხავს, რომ დაკავებას სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო პროვოკაციული ქმედება უძღოდა წინ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ.

ისინი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის, გადადგომას მოითხოვდნენ.

აქტივისტებმა მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და საბოლოოდ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. აქტივისტები საპატრულო პოლიციამ სწორედ ქუჩის გადაკეტვის მცდელობის დროს დააკავა. 

დღის ამბები