19 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
"ლეიბორისტების" ლიდერმა აღდგომის დღესასწაული სოფელ მარტყოფში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა

"ლეიბორისტების" ლიდერმა აღდგომის  დღესასწაული სოფელ მარტყოფში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა. შალვა ნათელაშვილი პარტიის წევრებთან ერთად, ტატუკაშვილების სახლში მივიდა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს, ყველანაირი პირობების გარეშე და მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო მხოლოდ დახმარებაა. ნათელაშვილმა ხელისუფლებას საკუთარი პასუხისმგებლობა შეახსენა.

„სიღარიბე მეფობს იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ მილიონერები და მილიარდერები და რომლებიც აღდგომას თუ შობას ფარისევლური სახეებით, სანთლებით ხელში დგანან ტაძრებში და ეკლესიებში, ნაცვლად იმისა, რომ ამ ხალხთან დადიოდნენ და თავიანთ დაპირებებს ასრულებდნენ. სანამ მათ არ მოვიცილებთ პოლიტიკიდან, ჩვენ სამშობლოში მზე არ ამოვა ისე, როგორც ეს ჩვენ გვეკადრება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები