19 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
მიწისძვრა და წყლის ჭავლით დაუმუშავებელი გვირაბები - სპეციალისტები ტყიბულის ტრაგედიის გამომწვევ რამდენიმე ვერსიას განიხილავენ

მორიგი აფეთქება მინდელის სახეობის შახტში და 6 გარდაცვლილი - 5 აპრილს გამთენიისას ტყიბულში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას 3 მეშახტე გადაურჩა. ისინი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულები იხსენებენ, რომ მათ დიდ წნევით დაარტყა ჰაერის მძლავრმა ტალღამ, რომელსაც წინ აფეთქების ხმა უძღოდა. ამ დროს მეშახტეები  275 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდნენ.

შახტის ადმინისტრაციამ მომხდარის მიზეზად სამთო დარტყმა დაასახელა. ადმინისტრაციაში ამბობენ იმასაც, რომ გვირაბები წყლის ჭავლით დამუშავებული იყო, რაც ერთგვარ მოსამზადებელ სამუშაოს წარმოადგენს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ბოლოს ეს სამუშაოები 2008 წელს ჩატარდა და ახლა საჭირო აღარ იყო რადგან ახალი ველი ამ ადგილზე არ გახსნილა.

თუმცა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ერთ-ერთი მეშახტე ამბობს, რომ ქვანახშირის ფენების წყლით დამუშავება მუდმივად უნდა ხდებოდეს.

რამ გამოიწვია ჰაერის ტალღა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი ნამდვილად სამთო დარტყმა იყო, რადგან გვირაბების კონვეირების ფორმა შეცვლილია.

კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც სამთო დარტყმის პროვოცირება შეიძლება გამოეწვია მიწისძვრაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სეისმოლოგებისგან დასკვნას ელოდებიან, თუმცა სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ტყიბულში მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. 25 წუთში კი ბიძგები კვლავ გამეორდა, თუმცა ეს მიწისძვრა არ არის.

დღის ამბები