20 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - ბოლო ერთი წლის განმავლობაში შახტში 11 პირი დაიღუპა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში შახტში 11 მაღაროელი დაიღუპა, 2010 წლიდან დღემდე კი ქვანახშირის მოპოვებას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბოლო შემთხვევა ტყიბულში 5 აპრილს მოხდა. აფეთქებას შახტში 6 მეშახტის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ერთ-ერთი გიორგი ბოჭორიშვილია, რომელიც 28 წლის 24 მარტს გახდა. შახტში 10 წელი მუშაობდა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. შახტში მუშაობდა მისი მამაც, ჯანმთელობის გაუარესების შემდეგ, მამის ნაცვლად მაღაროში თვითონ ჩავიდა. გიორგის სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გარდაცვლილთა შორის არიან:

გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა.

ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის მას ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა.

მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის, შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე 1 წლის.

ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის მინდელის შახტში წლების  განმავლობაში მუშაობდა.

პავლე გამეზარდაშვილი 25 წლის - შახტში მუშაობა 15 წლისამ დაიწყო, როდესაც მაღაროელმა მამამ ფეხის ტრავმა მიიღო.

დღის ამბები