20 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
"გადადგამ ორ ნაბიჯს და გიტაცებს ვიღაცა"-ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ საფლავებზე გასვლა ვერც წელს შეძლო

აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციის შესრულებას და ახლობლების საფლავზე გასვლას ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ვერც წელს შეძლებს. ადგილობრივები სოფლებში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია. მათი თქმით, აღდგომის დღეებში ოკუპირებულ საფლავებზე გასულ მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები ჩასაფრებას უწყობენ.

„ჩემს ტერიტორიაზე, ჩემი სამშობლო ჰქვია და გადადგამ ორ ნაბიჯს და გიტაცებს ვიღაცა. ვიღაცამ მისცა ამის ნება და საშუალება იმ ვიღაცას თორემ რატომ ადრე არ იყო ასე. იმისთანა საყვარელი ვიღაცეები არიან საფლავზე და მე იმის ნება არ მაქვს, რომ გადავიდე და ერთი ჭიქა ღვინო მაინც წავუქციო იმიტომ, რომ გადადგამ ერთ ნაბიჯს, ვიღაც წაგავლებს ხელს და წაგიყვანს,“-განაცხადა სოფელ აძვის მცხოვრებმა იზო ნაირაშვილმა. 

დღის ამბები