17 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
თავდასხმა გერმანიაში-პოლიცია მომხდარს ტერორიზმის კვალიფიკაიას არ ანიჭებს

გერმანიის პოლიცია ქალაქ მიუნსტერში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმს არ უკავშირებს, თუმცა მოტივის დადგენას ამ დრომდე ცდილობს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. პროკურატურისთვის ცნობილი იყო მისი ვინაობაც. გავრცელებული ცნობით, 48 წლის მამაკაცი თავდასხმის ადგილიდან ორ კილომეტრში ცხოვრობდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ფურგონით მიუნსტერის ისტორიულ ცენტრში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ რესტორნებში შევარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. მიუნსტერში დღეს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

დღის ამბები