24 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
"სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები," - პრემიერმა მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა 

"სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გააკეთა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ტყიბულში დაღუპულთა ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი აღდგომა ამ ტრაგედიას ოდნავ მაინც შეამსუბუქებს.

„ტყიბულში 6 ოჯახში გლოვაა დღეს, და მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი, სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები და დღევანდელ დღეს შეემსუბუქებინოს მათთვის ტკივილი, ეს მინდა მათ ვუსურვო. მთელ საქართველოს მინდა ვისურვო პირველ რიგში, ხვალინდელი დღის იმედი, ერთობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობით ჩვენ შეძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები