20 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
რომის პაპი სირიაში მორიგ ქიმიურ შეტევას გმობს

რომის პაპი სირიაში მორიგ ქიმიურ შეტევას გმობს. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს გააკეთა.

პაპი ფრანცისკეს თქმით, ვერაფერი გაამართლებს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. პონტიფიკოსმა სირიის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოლაპარაკებისკენ და აღნიშნა, რომ მშვიდობის დასამყარებლად ეს ერთადერთი გზაა.

დღის ამბები