19 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას რთული გზა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა და 27 წელი დამოუკიდევლობის გამოცხადებიდან

1990 წლის შემოდგომაზე, საქართველოში კომუნისტების 70 წლიანი მმართველობა მრავალპარტიული არჩევნებით დასრულდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცდილობდა, დასავლეთისგან დახმარება მიეღო და მიიღო კიდეც. 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გამართულ საერთო სახალხო რეფერენდუმზე, შეერთებულ შტატებიდან უმაღლესი რანგის სტუმარი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჩამოვიდა.

გამართული რეფერენდუმის შედეგ, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას წინ აღარაფერი ედგა. რჩებოდა მხოლოდ თარიღი. ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის აქტით საქართველოში სულ სხვა ეპოქა დაიწყო, თუმცა რეალურ დამოუკიდებლობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი.  9 აპრილიდან 2 თვეში, იზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა და ეს მხოლოდ 6 თვე გაგრძელდა.

ამის შემდეგ, 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მთავრობის სასახლე დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი, სულ უფრო საინტერესო ხდებოდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში.

54 წლის საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა. ზვიად გამსახურდია სამეგრელოს ტყეებში, დევნილობაში სახლიდან სახლში გადადიოდა. მოკლეს თუ თავი მოიკლა პირველმა პრეზიდენტმა - ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი დღემდე არ არსებობს.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

დღის ამბები