23 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - შალვა ნათელაშვილი „საქნახშირის“ მფლობელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ტყიბულში, მინდელის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მიუსამძიმრა.

ნათელაშვილის განცხადებით, შახტი იქცა "სიკვდილის კარიბჭედ" და ყველა იმ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, ვინც მუშების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ნათელაშვილის თქმით, „საქნახშირის“ მფლობელებმა, ბეჟუაშვილებმა იმ სიკვდილიანობის მაღალი სტატისტიკიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლებში ტყიბულში ფიქსირდება, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და კანონის წინაშე აგონ პასუხი.

„ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ოლიგარქიული ხელისუფლებისთვის მთავარია არა ადამიანთა სიცოცხლე, არამედ დიდი მოგების შოვნა... ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამ მაღაროების მესაკუთრე ბეჟუაშვილი არ იქნება ციხეში შეგდებული და სანამ, ყველა ობიექტი არ გაჩერდება, სადაც შრომის უსაფრთხოების წესები არის ფეხებზე დაკიდებული,“ - აცხადებს ნათელაშვილი.

დღეს საღამოს ტყიბულის ცენტრში აქციაა დაგეგმილი, თეატრის წინ მოქალაქეები ყვავილებით და სანთლებით მივლენ და დაღუპული მეშახტეების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

შახტში დაღუპულ მუშებს ტყიბულში ხვალ დაკრძალავენ. 

დღის ამბები