23 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
თვით პატრიარქიც კი შეიძლება საშიშროების ქვეშ იყოს - მიხეილ რამიშვილი მეუფე გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლეს ეხმაურება

მეუფე გრიგოლის მიერ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ პრობლემად დასახელებას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სხვა მღვდელმთავრებმაც ხმამაღლა უნდა დაიწყონ საუბარი.

„ერთ-ერთი იმ მღვდელმთავრებისგან არის, რომლებიც ასე აშკარად საუბრობენ, თუ რა უკანონობასთან გვაქვს ჩვენ საქმე და ეს ალბათ, ბევრი ეპისკოპოსისთვის და მეუფისთვის მაგალითი იქნება, რომ არის რაღაც გარკვეული საკითხები, რომელიც არ უნდა იყოს დამალული, რადგანაც საზოგადოება, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში ამ უკანონობას თვალს ადევნებს და ნათლად ჩანს, რომ სერიოზული საშიშროების წინაშე არის გარე და შიდა ძალების მხრიდან ჩვენი ეკლესია და შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ, თვით პატრიარქიც კი შეიძლება საშიშროების ქვეშ იყოს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თავის სააღდგომო ეპისტოლეში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ეკლესიის წინაშე ჯერ კიდევ არსებობს.

მეუფე გრიგოლმა მთავარ პრობლემად ე.წ. ციანიდის სკანდალური საქმის გამოძიების მიმდინარეობა დაასახელა, რომელიც ამ დრომდე სრულყოფილად არ არის ჩატარებული.

სადღესასწაულო ეპისტოლეში ასევე საუბარია იმაზე, რომ ეკლესია უფრო გამჭვირვალედ უნდა იმართებოდეს. 

დღის ამბები