20 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
სირია და რუსეთი სამთავრობო ძალების ავიაბაზის დაბომბაში ისრაელს ადანაშაულებენ

სირიის ქალაქ დოუმაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ ჰომსში სამთავრობო ძალების ავიაბაზა დაიბომბა. თავდაპირველად სირიის ხელისუფლებამ ავია-იერიშში შეერთებული შტატები დაადანაშაულა თუმცა, პენტაგონმა მომხდართან კავშირი უარყო. მოგვიანებით კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იერიში ბაზაზე ისრაელის ავიაციამ მიიტანა.

სირიის სახელმწიფო ტელეარხის ცნობით, დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

დოუმას ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით კი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. მისი ჩატარების ინიციატივით საბჭოს 9 წევრი გამოვიდა.

დოუმას თავდასხმა განიხილეს სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ რეაგირება ქიმიურ შეტევაზე კოორდინირებული იქნება. 

დღის ამბები