23 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
ერევანში სომხეთის რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

ერევანში სომხეთის რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. არმენ სარქისიანმა ფიცი საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დადო. ის ქვეყანას 7 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოსტზე სერჟ სარქისიანი ჩაანაცვლა, რომელიც სომხეთს 2008 წლიდან ედგა სათავეში. პარლამენტი ქვეყნის ახალ პრემიერს 17 აპრილს აირჩევს. მმართველი რესპუბლიკური პარტია თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

დღის ამბები