19 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ბრიუსელიდან - მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას ურჩევს

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციას ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას ურჩევს. ბრიუსელში IPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა, რომლის განხორციელებასაც პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი საქართველო ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებს და მსოფლიო ტენდენციებს ფეხს ვერ აუწყობს, მაშინ ქვეყნა სეროზულად დაზარალდება.

ევროპარლამენტში, ევროპის ყველაზე გავლენიანი პარტიის პოლიტიკურ ასამბლეამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელსაც შეხვდა. ჰანს ვან ბაალენი აცხადებს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობიდან ბიძინა ივანიშვილმა პასუხიმგებლობა პროცესებზე თავად უნდა აიღოს.

ბრიუსელიდან გაკეთებული მოწოდებების შემდეგ ცვლილებებისა და არაფორმალური მმართველობის დასამარცხებლად გაერთიანებას თბილისში სთავაზობს ოპოზიციურ ძალებს „ნაციონალური მოძრაობა.“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ პარტია ამ კონსულტაციებში როგორც თანასწორი ისე ჩაერთვება, რომ წარმატების მისაღწევად ერთიან კანდიდატზე შეთანხმება მოხდეს.

დღის ამბები