19 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
29 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები - რუსთაველის გამზირზე დაღუპული გმირები გაიხსენეს

1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების 21 მსხვერპლი მოქალაქეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 29 წლის წინანდელი პროცესების მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლა კრემლის ტანკებთან ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ჯერაც არ დასრულებულა.

1989 წლის აპრილში დაღუპულებს რუსთაველის გამზირზე დღეს პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა. 

29 წლის წინ, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა და დაშავდა ასობით დემონსტრანტი.

პარტიული არქივის დოკუმენტებში, დაღუპულ მოქალაქეებს უბრალოდ დივერსანტებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებენ. სისხლიანი ტრაგედიის დღეს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში საბჭოთა არმიის მიერ ჩახოცილ მოქალაქეებს დამნაშავეები უწოდეს.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები