20 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
ფოთელი მღვდელმთავრის სკანდალური ეპისტოლე - მეუფე გრიგოლი ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს

ფოთელი მღვდელმთავრის მეუფე გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლემ კითხვები გააჩინა. ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლესგან განსხვავებით, ფოთელი მღვდელმთავრის სკანდალურმა მიმართვამ მორწმუნეებში დაბნეულობა გამოიწვია.

წმინდა სინოდის წევრის მიმართვა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ამბიონიდან მეუფე გრიგოლმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულება არსებობს და ამ ძალების მიზანი ეკლესიის, როგორც მძლავრი ინსტიტუციის დასუსტებაა. მტრების ძიება ფოთელმა ეპისკოპოსმა ხელისუფლებას ეკლესიის შიგნით და გარეთ ურჩია.

ორად გაყოფილ სინოდში შესაძლოა დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს, მიტროპოლიტი გრიგოლი ამ გზავნილში მარტო არ არის. სინოდის კიდევ ერთი გავლენიანი მღვდელმთავარი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ ეკლესიის მტრები სასულიერო დასის გარდა, საერო ხელისუფლებაშიც არიან.

ორი მღვდელმთავარს ეს სკანდალური განცხადება, საუკუნის საქმის მთავარი გმირის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების კიდევ უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა. დეკანოზის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ფოთელი მღვდელმთავრის ეს გზავნილი სინოდის სხვა წევრებისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდეს, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პატიმარი მღვდლის მხარდამჭერების რიცხვი საპატრიარქოს შიგნით კიდევ გაიზარდოს. სააღდგომო გზავნილი კი შესაძლოა დიდი ცვლილებების დასაწყისიც გახდეს.

მეუფე გრიგოლმა ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს მთელი პროგრამა წარმოადგინა, თუ როგორ ხედავს ეკლესიის რეფორმას და მმართველობის ახალ წესს.

სააღდგომო ეპისტოლეს ამ ნაწილის შემდეგ, ეჭვი აღარავის ეპარება რომ, მეუფე გრიგოლი პატრიარქობისთვის ემზადება. თეოლოგები ფიქრობენ, რომ ის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება საპატრიარქო ტახტის დაქვრივების შემდეგ.

დღის ამბები