19 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ლეილა აბაშიძის უკანასკნელი აუსრულებელი სურვილი - ქართული კინოს ლეგენდა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა 

„ქაჯანა,“ „ჭრიჭინა,“ „მაია წყნეთელი,“ „ხევისბერი გოჩა,“ „აბეზარა,“ „შეხვედრა წარსულთან“ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ კინოროლებისა, რომელიც ქართული კინოს ლეგენდამ შექმნა. ლეილა აბაშიძის 88 წლიანი ბიოგრაფია 30-მდე კინოროლს ითვლის, პირველად კი ეკრანზე 8 წლის ასაკში გამოჩნდა.

ლეილა აბაშიძეს უკანასკნელი სურვილი აუსრულებელი დარჩა. 25-ზე მეტი კინოროლიდან მისთვის არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მთელი ცხოვრების მანძილზე სურდა რომ ეთამაშა.

კიდევ ერთი სურვილი, რომელიც 2 წლის წინ გაამხილა ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღება იყო.

1966 წელი - ფილმი „შეხვედრა წარსულთან“ - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლეილა აბაშიძემ პირველი პრემია დაიმსახურა.

ლეილა აბაშიძეს ვარსკვლავი სამშობლოში 2009 წელს გაუხსნეს. ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გუშინ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები