24 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს საინვეტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს, რაც ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან - მაკა ჩიჩუასთან, ერთად ეწვია.

ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები