24 მაისი 2018,   10:08
ვრცლად
ბადეებში გახვეული შენობები - ქვემო ქართლში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსახური შენობები დამალა

ბადეში გახვეული შენობები და დაუსრულებელი მშენებლობები - ქვემო ქართლში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობები, რომელთაც დემონტაჟი ან რეაბილიტაცია სჭირდება, დამალა.

ჭაობისფერი ფარდებით ძველი შენობების დაფარვის იდეა შიდა ქართლის გუბერნატორს ეკუთვნის.

გორის ბიუჯეტს ეს პროექტი რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. ფარდებს დღეს სპეცტექნიკით მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები კიდებდნენ.

გორის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ უსახური შენობების შეფუთვის საკითხი სპონტანურად წამოიჭრა. აღმოჩნდა, რომ ტურისტულ მარშრუტზე სულ 35 ასეთი შენობაა, აქედან 10 - მუნიციპალიტეტის, 9 - სახელმწიფოს და დანარჩენი კი კერძო პირების საკუთრებაშია.

მუნიციპალურის შეფუთვა უკვე დაიწყო, კერძო მფლობელებს კი ზედამხედველობის სამსახურისგან იერსახის გამოსწორების მითითება მიეცათ.

ფარდების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი გამოიყო.

კითხვაზე, რატომ არ ხდება უსახური და უვარგისი შენობების დემონტაჟი, მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს სამუშაოებიც იგეგმება, თუმცა როდის, არ იცის.

ტურისტების ნაკადს ელოდებიან ქარელშიც, ამიტომ უსახური შენობების დამალვის აქციაში ეს რაიონიც ჩაერთო.

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრი იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გვაჩვენებს, რაც ქალაქშია შექმნილი.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არც ერთი პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ არ ხორციელდება. ამ ვითარებაში სამშენებლო ფარდებით უსახური შენობების შეფუთვას გორის საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე, "პრობლემის დამალვას" უწოდებს და ამბობს, რომ "ეს ფულის ფლანგვაა".

 

 

დღის ამბები