15 ნოემბერი 2018,   21:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი არის არა ალექსეი მილერი, არამედ ბიძინა ივანიშვილი" - მიხეილ სააკაშვილი 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ენმ-ის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე არამხოლოდ მეზობელი ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მსოფლიოში.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები საკმაოდ ეფექტიანია.

„თქვენ იცით, რომ შემოიღეს სანქციები გაზპრომის ხელმძღვანელის - ალექსეი მილერის, მიმართ ამერიკელებმა, მაგრამ გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი არის არა მილერი, არამედ ბიძინა ივანიშვილი. რა განსხვავებაა მილერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, როცა გაზპრომს ურტყამს დასავლეთი უკვე. სხვათა შორის, ივანიშვილს სერიოზული იურიდიული პრობლემები აქვს ასევე საფრანგეთში და ეს ვიცი დადასტურებით, ამიტომ ვერ ტოვებს ქვეყანას იმის გამო, რომ უცხოეთში თუ წავა, შეიძლება, შეექმნას ძალიან სერიოზული პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, ჩემგან განსხვავებით იმიტომ, რომ მე ყველგან შემიძლია გადაადგილება თავისუფლად და ყველგან კარგად მიღებენ.

"ასევე დერიპასკა, რომლის წინააღმდეგ შემოიღეს სანქციები, ეს არის ის დერიპასკა, რომელიც აფინანსებდა ჩვენ წინააღმდეგ კამპანიას საერთაშორისო პრესაში, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ 2005 წლიდან მოყოლებული. მთელი ეს ჭორები, საზიზღრობები, რომელიც ჩვენზე იწერებოდა, მათ შორის არის დაფინანსებული დერიპასკასი დ არასოდეს არავინ მას არ გაუწია წინააღმდეგობა, ახლა მოხვდა მაგრად კბილებში და პრაქტიკულად, დაინგრა მისი ბიზნესიმპერია. ასე რომ, ყველაფერი დგება თავის ადგილზე, საბოლოო ჯამში, ბოროტება მარცხდება. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით და ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში წელს გამარჯვებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები