15 ნოემბერი 2018,   21:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი
სმოლენსკის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური მემორიალი გაიხსნა

სმოლენსკის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. პოლონეთში დღეს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპული ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ელიტის წევრებს იხსენებენ.

ხსოვნის მარში, რომელიც უკვე 8 წელია, ვარშავასა და პოლონეთის დიდ ქალაქებში იმართება, ტრადიციულად, 08:41 საათზე დაიწყო. 2010 წლის 10 აპრილს სწორედ ამ დროს განიცადა სმოლენსკთან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა.

ცერემონიაზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი კატასტროფის დროს დაღუპული 96 ადამიანის ხსოვნას, შემდეგ კი მათი გვარები ამოიკითხეს.

ყოფილი პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და პოლონეთის მაშინდელი მთავრობის წევრთა დაღუპვის 8 წლისთავზე მათი ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური მემორიალი გაიხსნა - ტრაპის ფორმის ქვის ქანდაკება მსხვერპლთა გვარებით.

დღეს ლეხ კაჩინსკი მიხეილ სააკაშვილმაც გაიხსენა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყოფილი კოლეგისა და მეგობრის თვითმფრინავის კატასტროფა უბედური შემთხვევა არ იყო და მის უკან რუსეთი დგას.

ოფიციალური ვარშავა ამ დრომდე დარწმუნებულია, რომ კრემლმა მომხდარზე სრულყოფილი გამოძიება შეგნებულად არ ჩაატარა. მოსკოვი ამ დრომდე ასაიდუმლოებს თვითმფრინავის ნარჩენებს და მათ შესასწავლად უცხოელ ექსპერტებს არ უშვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები