14 ნოემბერი 2018,   01:19
ვრცლად
დაპირისპირება უცხოელ სტუდენტებთან - ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ინციდენტს იხსენებენ

დაპირისპირება უცხოელ სტუდენტებთან - ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ინციდენტს არჩევანის ეთერში იხსენებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების ავტორის, ალიონა მაკარცოვას, თქმით, ხმაურის გაგების შემდეგ მან დაინახა, როგორ ჩხუბობდნენ უცხოელი სტუდენტები და ქართველები.

ალიონა მაკარცოვას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ბოლოს არის გადაღებული, ხოლო ფერადკანიანი სტუდენტების მხრიდან ძალადობა დასაწყისში მოხდა.

ალიონა მაკარცოვას თქმით, ის ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ.

„დასაწყისი ჩხუბის მე არ დამინახავს, მე დავინახე, რომ უკვე იყო იმ მომენტში ჩხუბი და წავედი ტელეფონის ასაღებად. ტელეფონი რომ ავიღე, უკვე გადავიღე ის ვიდეო,“ - აცხადებს მაკარცოვა.

გიორგი ჯიქურაშვილი, რომელიც პირველი შევიდა სტადიონზე, აცხადებს, რომ ბავშვები დაინახა ცალკე მდგომები მოედანზე, რომლებიც აღარ თამაშობდნენ.

მისი თქმით, აგრესია არ გამოუხატავს და უთხრა, რომ თამაში შეეწყვიტათ, თუმცა, მათ ყურადღება არ მიაქციეს. მომდევნო მიმართვაზე კი უცხოელი სტუდენტების მხრიდან დიდი აგრესია წამოვიდა.

„ერთი იყო ძალიან აგრესიული, ხელიც მკრა, დამარტყეს, მერე აქაც წავიქეცი,“ - აცხადებს ჯიქურაშვილი.

ინციდენტის თვითმხილველი, ვლადიმერ ღონღაძე, ამბობს, რომ უბანში სხვა სტუდენტებიც ცხოვრობენ, რომლებთანაც ფისკრიმინაციულ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს არ  მომხდარა.

დღის ამბები