25 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
70-ზე მეტი დაღუპული და 500-მდე მოწამლული - ქიმიური იერიშის შედეგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაჯამა

გუთაში მომხდარი ქიმიური იერიშის შედეგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაჯამა.

დაზუსტებული ცნობებით ქიმიური იარაღის ზემოქმედების გამო სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე პაციენტს კი მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყენებული ნივთიერების დასადგენად დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

ამ თემაზე ვაშინგტონის მიერ მომზადებულ რეზოლუცია რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა.

დოკუმენტი დამოუკიდებელი მისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც 7 აპრილს მომხდარი იერიშის დეტალებს დაადგენდა.

რეზოლუციას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა რუსეთმა მას ვეტო დაადო.

უშიშროების საბჭოს წევრებმა, თავის მხრივ, მოსკოვის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია ჩააგდეს.

ამერიკული მხარის განმარტებით, მასში რეალური ქმედითი ზომები გათვალისწინებული არ არის, რამაც შესაძლოა დამოუკიდებელ გამოძიებას შეუშალოს ხელი.

დღის ამბები