25 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
თავშეკავება ყველას მართებს, პარლამენტის თავმჯდომარესაც, მოადგილესაც, ფრაქციის თავმჯდომარესაც - თემურ ჭკუასელი

„ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, მაგრამ თავშეკავება ყველას მართებს, პარლამენტის თავმჯდომარესაც, მოადგილესაც, ფრაქციის თავმჯდომარესაც,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, თემურ ჭკუასელმა გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრისა და დეპუტატის თქმით, გუნდის შიგნით კომუნიკაციის ნაკლებობაა.

მისი შეფასებით, ემოციური განცხადებები გაკეთდა როგორც გედევან ფოფხაძის მხრიდან, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მხრიდან.

„არც მე მიმიცია იმ კანდიდატურისთვის და ჩემნაირი ძალიან ბევრი იყო, უფრო მეტი იყო, ვიდრე ის 33, რომელმაც მხარი დაუჭირა, სად გარბიხარ, ჩემგან რატომ გარბიხარ,“- განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები