20 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
"Freedom House"-ის ეს მწვავე დასკვნა არის ერთგვარი დიაგნოზი „ქართული ოცნებისთვის"-ოპოზიცია სკანდალურ ანგარიშს ეხმაურება

"მოსალოდნელი იყო, რომ "ფრიდომ ჰაუსის"  ანგარიში იქნებოდა ძალიან მწვავე, მაგრამ არ დაგიმალავთ, ჩვენც კი გაგვიკვირდა ის სიმწვავე და ის დეტალიზაცია, რაც ამ ანგარიშს ახლდა,“- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გავლენიანი ორგანიზაციის ეს მწვავე დასკვნა, არის ერთგვარი დიაგნოზი „ქართული ოცნებისთვის.“

„აღსანიშნავია ნაწილი, რომელიც ასახავს პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ ვენდენტას. კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას. აღსანიშნავია ასევე ის ნაწილი, რომელიც საუბრობს, რომ ქვეყანას მართავს ერთი ოლიგარქი თავისი კომპანიის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ჩვენი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა შედგენილია მისი კომპანიების თანამშრომლებისგან. საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიც არის "პანორამა თბილისი" და ეს არ ემსახურება არაფერ სხვას გარდა იმისა, რომ დაგვანახოს, რომ ამ ადამიანს მხოლოდ საკუთარი მეგალომანიაკური განდიდების ვნება და სხვა არაფერი. შესაბამისად ეს ანგარიში არის ერთგვარი დიაგნოზი „ქართულ ოცნებაზე“  და ინდიკაცია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დრო დამთავრდა,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს ეხმაურება „ევროპული საქართველოც.“ გიორგი ტუღუშის შეფასებით, დოკუმენტში მოხვდა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც საქართველოში მწვავედ დგას.

„როდესაც პირდაპირ აკვირდებიან როგორ ებრძვის ხელისუფლება მაგალითად "რუსთავი 2"-ს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ტელევიზია წაეღო. უბრალოდ მოხდა ისე, რომ მათგან გაუკონტროლებელმა ინსტიტუციამ ეს პროცესი შეაჩერა. ცხადია, რომ ეს იქონიებდა ძალიან ნეგატიურ გავლენას მთიანად შეფასებაზე. გარდა ამისა,  სხვა მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ისევ და ისევ არაფორმალურ მმართველობას თემები, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან. არამარტო "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ასევე, ზოგადად პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებასთან. ის განაჩენი, რომელიც დააყენეს სააკაშვილის საქმეზე ცხადია, რომ ამაზე თვალებს არავინ არ დახუჭავს,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

"ფრიდომ ჰაუსის" კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა- მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება. დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად დოკუმენტში მოყვანილია "რუსთავი 2"-ის საქმე. 

.

დღის ამბები