23 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
„ჯერ კიდევ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი," - გიორგი ვოლსკი  "НТВ-плюс"-ის შესახებ საუბრობს

„საქართველოში არ არსებობს რესურსი არც რუსული ტელევიზიის, არც რადიოსი არც სხვა საინფორმაციო საშუალების, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აზრს შეუცვლის,“ - ეს განცხადება გიორგი ვოლსკიმ რუსული "НТВ-плюс"-ის საქართველოში მაუწყებლობის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჯერ კიდევ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი და საერთოდ, ექნება თუ არა სრული პაკეტი. კიდევ ვიმეორებ, რომ "НТВ-плюс"-ის პაკეტში ჩართულია Silk TV, მაგთიკომი, რომლებიც ისედაც მაუწყებლობენ საკმაოდ ინტენსიურად და ფართოდ, მათ შორის, რუსული ტელევიზიების მეშვეობით. საქართველოში არ არსებობს რესურსი არც რუსული ტელევიზიის, არც რადიოსი არც სხვა საინფორმაციო საშუალების, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აზრს შეუცვლის, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მედია ჰოლდინგის, "გაზპრომ მედიას" ოპერატორი, "НТВ-плюс" საქართველოს ფასიანი ტელემაუწყებლობის ბაზარზე გავიდა და კომპანია ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის გარდა, სოციალურ მისიად განიხილავს.

დღის ამბები